თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს  დაშავებული სტუდენტი მოინახულა

თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაშავებული სტუდენტი მოინახულა

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ კლინიკაში მოინახულა თსსუ-ის პირველი სემესტრის სტუდენტი ლადო გაბეჩავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს  დაშავდა. პაციენტს  ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და ამჟამად მისი  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ბატონმა ზურაბმა  დიდი მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს და მკურნალთა გუნდს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა და ენერგია ლადოს მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად -,,ავტოსატრანსპორტო შემთხვევის პირველივე დღიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები  აქტიურად იყვნენ ჩართული ლადო გაბეჩავას  მკურნალობის პროცესში, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები,,. 

ბატონმა ზურაბმა  გაამხნევა ლადო, მალე გამოჯანმრთელება უსურვა მას და მორალური მხარდაჭერის გარდა უნივერსიტეტის სახელით მატერიალური დახმარებაც აღმოუჩინა.  

უნივერსიტეტში უნდა დაიწყოს აქტიური კამპანია  სტუდენტებში  ინფორმაციის  გავრცელებისა და  საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით, რათა მაქსიმალურად მოხდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება და პრევენცია, განაცხადა თსსუ-ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ.