თსსუ-ის კურსდამთავრებულის ვიზიტი და სამომავლო თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტთან

თსსუ-ის კურსდამთავრებულის ვიზიტი და სამომავლო თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტთან

12 ივნისს თსსუ-ს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ბატონი ალი ილმაზი ეწვია. ბატონი ალი თურქეთში ქალაქ ტრაბზონში ოჯახის ექიმად მოღვაწეობს და ამავე დროს, ჩართულია საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ის ხშირად სტუმრობს საქართველოს და თავის მშობლიურ უნივერსიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ალი ილმაზი  უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე-რექტორებს: პროფესორ რიმა ბერიაშვილს და პროფესორ ირაკლი კოხრეიძეს, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, თინათინ კილასონიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენეტებისა და თანამშრომლების სტაჟირებისა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის   საკითხები.