თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ივლიანე სურმავამ ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ივლიანე სურმავამ ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება

2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეათე სემესტრის სტუდენტი ივლიანე სურმავა Erasmus + პროგრამის ფარგლებში, ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 

5 თვიანი სტაჟირების ფარგლებში, აკადემიური პროცესის პარალელურად, სტუდენტი ესწრებოდა ქირურგიულ ოპერაციებს ოფთალმოლოგიისა და ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილებებში. 

„ეს იყო სემესტრული სწავლება, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა. სწავლის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი 100-მდე ოპერაციას ოფთალმოლოგიისა და ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილებებში. ამასთან, მივიღე მონაწილეობა ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციაში - “ლიპოდისტროფიის XI საერთაშორისო სიმპოზიუმი“. 

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი პროგრამის დასრულება მაღალი აკადემიური მოსწრებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ევროპულ სტანდარტზე დაფუძნებული განათლება“, - ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ივლიანე სურმავა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში  Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (KA171) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.