თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე კონფერენციაზე - იშვიათი დაავადებების გენომიკა

თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე კონფერენციაზე - იშვიათი დაავადებების გენომიკა

2024 წლის 25-27 მარტს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ტყემალაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „იშვიათი დაავადებების გენომიკა“, რომელიც კემბრიჯში (გაერთიანებული სამეფო) გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა 400-ზე მეტი დელეგატი 48 ქვეყნიდან.

ღონისძიებაზე პროფესორი თინათინ ტყემალაძე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „გენეტიკური ორნამენტების გამოვლენა: იშვიათი დაავადებები საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანულ პოპულაციაში“. თსსუ-ის პროფესორმა ისაუბრა რეცესიული დაავადების მქონე პაციენტებზე, აღნიშნა, რომ ნაშრომის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა გენეტიკური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების საჭიროება, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს დაავადებების პრევენციას და დროული და სწორი მკურნალობის განხორციელებას. 

კემბრიჯში თსსუ-ის პროფესორის, თინათინ ტყემალაძის მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, დაიგეგმა სამომავლო პროექტები.