თსსუ-ის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი  თამარ სანიკიძის ვიზიტი პოლონეთში

თსსუ-ის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი თამარ სანიკიძის ვიზიტი პოლონეთში

2018 წლის 5-9 ნოემბერს, თსსუ-ის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი  თამარ სანიკიძე,  “PROGRESSIO – პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარების“ პროექტის (POWR.03.05.00-00-Z090/17) ფარგლებში    იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც მან  პირველი კურსის მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტის  სტუდენტებს წაუკითხა ლექციები ბიოფიზიკაში.

ლექციები:

- ბიოლოგიური მემბრანა და მემბრანის განვლადობა ფიზიოლოგიური და პათოლოგიურიპროცესების დროს;

- მემბრანული სატრანსპორტო მექანიზმები: აქტიური და პასიური ტრანსპორტი (ტრანსპორტის მექანიზმების ძირითადი პრინციპები);

- კუნთების შეკუმშვის მექანიზმი - ფიზიკური ასპექტები;

- სითხეებისა და აირების ბიომექანიკა - სისხლის მიმოქცევა და სუნთქვა;

- ბიოელექტრობა და ბიომაგნეტიზმი,  ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებები ცოცხალსისტემებში.