თსსუ-ის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

თსსუ-ის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის (GPSA) და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „სამედიცინო სამართალი“, სადაც თსსუ-ის სტუდენტებმა კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, განიხილეს სამედიცინო სფეროში არსებული ერთ-ერთი სადავო მაგალითი.  

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18-მა სტუდენტმა. 

იმიტირებულმა სასამართლო პროცესმა სტუდენტების განსაკუთრებული ჩართულობა და დისკუსია გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს, მასში მონაწილე და დამსწრე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.