თსსუ-ის ვიცე-რექტორი პროფესორი რიმა ბერიაშვილი  აღმოსავლეთ  საპარტნიორო  (EaP) კონფერენციაზე  იმყოფებოდა

თსსუ-ის ვიცე-რექტორი პროფესორი რიმა ბერიაშვილი აღმოსავლეთ საპარტნიორო (EaP) კონფერენციაზე იმყოფებოდა

2019 წლის 11-13  ივნისს თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა  ბერიაშვილი, სპიკერის  სახით,  მიწვეული  იყო    ევროკომისიის  მიერ  ორგანიზებულ     აღმოსავლეთ  საპარტნიორო  (EaP) კონფერენციაზე, რომელიც  ჩატარდა  რუმინეთში,  ტირგუ- მურეშის  მედიცინის,  ფარმაციისა,  მეცნიერებისა  და  ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.  

კონფერენცია  მიეძღვნა კვლევისა  და  ინოვაციების  სისტემების  განვითარებას   და  თანამშრომლობას  ევროპის  აღმოსავლეთ  პარტნიორ  სახელმწიფოებში.   კონფერენციას  მიესალმა   ტირგუ- მურეშის  მედიცინის,  ფარმაციისა,  მეცნიერებისა  და  ტექნოლოგიის უნივერსიტეტის  რექტორი,   თსსუ-ის  საპატიო  დოქტორი,   პროფესორი  ლეონარდ  აზამფირეი. კონფერენციის  ერთ-ერთ  სესიაზე,  რომელიც  ეძღვნებოდა    ევროპული  სტანდარტების  დანერგვას  მედიცინაში,  პროფესორმა  რიმა  ბერიაშვილმა წარადგინა   პრეზენტაცია :  „მჭიდრო  თანამშრომლობის  განვითარება  სამედიცინო  განათლებასა  და  კვლევაში  გლობალური  გამოწვევების  გზაზე“ .