თსსუ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-კურსებს მასპინძლობს

თსსუ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-კურსებს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის - ,,განვითარების პედიატრია - ჯანმრთელი მომავალი“,  რიგით მეორე ტრენინგ-კურსს მასპინძლობს.  პროექტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით  მომზადდა და ის პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროში არსებულ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს მოიცავს. 

პროგრამა ოფიციალურად აკრედიტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2018 წლის 6 დეკემბერს.  პროგრამის გრაფიკი გაწერილია 3 წელზე და თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადამზადდება ექიმთა 5 ჯგუფი. თითოეული გაივლის ტრენინგების ექვსდღიან კურსს და მიიღებს მაქსიმალურ, პირველი ტიპის 36 ოფიციალურ, ჩათვლად კრედიტ ქულას.  აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მოხდება პედიატრთა, ნეონატოლოგთა და ოჯახის ექიმთა გადამზადება, უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტების მიხედვით და მათი სამედიცინო აქტივობა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი უსგ კრიტერიუმებთან.

პროგრამის მიზანია - ექიმს შეასწავლოს ყველაზე ხშირი მდგომარეობების/დაავადებების მართვის სრულყოფილი პრაქტიკული ალგორითმი,  ფარმაკოლოგიური  და სხვა საშუალებების გამოყენებით: 

„ვფიქრობ, ეს პროგრამა დიდ წვლილს შეიტანს ორი ძირითადი მიზნის მიღწევაში: ექიმთა ცოდნის ამაღლება  და სამედიცინო სერვისების მიწოდების დონის ამაღლება. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული უნიკალური აქტივობები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მასშტაბური საშუალებაა დღევანდელ რეალობაში სამედიცინო საზოგადოების განათლებისა და პრაქტიკული ცოდნის ამაღლლებისათვის, პედიატრიის, თუ ზოგადად მედიცინის სხვა სფეროებში.“ - აღნიშნა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ია დავითაიამ.

ექვსდღიანი ტრენინგ-კურსიდან, 2 სატრენინგო დღე ბავშვთა კვებას ეთმობა, დანარჩენი 4 დღე კი, მოიცავს კომბინირებულ თემებს ყველაზე ხშირი პედიატრიული ნოზოლოგიების მართვის შესახებ. პროგრამაში ტრენერების სახით მონაწილეობენ საქართველოს გამორჩეული ექიმები, თსსუ-ის პროფესურა. 17 თებერვალს ტრენინგებს თსსუ-ის პროფესორები ივანე ჩხაიძე და მაია ხერხეულიძე  გაუძღვნენ.