ინდოეთის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ინდოეთის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის  15 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხეთში მისი აღმატებულება იოგეშვარ სანგვანი. ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები:  პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია, მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები: ასოცირებული პროფესორი ლევან ბენაშვილი, ინგა კახნიაშვილი,   დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე.   

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს  გააცნო უნივერსიტეტის ტრადიციები, ისაუბრა თსსუ-ის კავშირებზე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და მის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ  პროექტებზე. 

ქართულმა მხარემ ისაუბრა  ინდოელი სტუდენტების სწავლების  საკითხებზე, მათ ჩართულობაზე სხვადასხვა  სასწავლო პროექტებსა და კულტურულ ღონისძიებებში. შეხვედრაზე  დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის და ურთიერთობის საკითხები.

ვიზიტის შემდგომ,ინდოეთის ელჩი შეხვდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს.