„სტუდენტური ფესტივალი 2019“ ოფიციალურად დაიხურა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ ოფიციალურად დაიხურა

2019 წლის 16 მაისს თბილისის „სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიებაზე გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები დააჯილდოვეს. ფესტივალის ფარგლებში  სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამარჯვებულის თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  აქტიურად  იყო ჩართული  ფესტივალის მიმდინარეობაში. სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდებით წარსდგნენ როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ ღონისძიებებში.

ფესტივალის კულტურულ ნაწილში თსსუ - მა პირველი ადგილი მოიპოვა შემდეგ ნომინაციაში:   „ საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი“, მეორე ადგილი საუკეთესო სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით მოიპოვა „ვეგა“-მ, ხოლო საუკეთესო მუსიკალურ ბენდად  კი Bona Dea  დასახელდა. 

სტუდენტური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში მიმდინარეობდა. ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავდა. 

 ღონისძიება თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.