არავინ დატოვო... მიღმა! დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე თსსუ-ში

არავინ დატოვო... მიღმა! დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე თსსუ-ში

მსოფლიო გზავნილით - „არავინ დატოვო... მიღმა“, 2019 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.  სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივობით,  საქართველო უკვე მერვედ შეურთდა ამ დღეს და მოუწოდა საზოგადოებას წვლილი შეეტანა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, კამპანიას, ორდღიანი აქტივობით გამოეხმაურა.

21 მარტს, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფირცხელანმა, თსსუ-ის სტუდენტებისთვის, წაიკითხა საჯარო ლექცია - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები".  ასოცირებული პროფესორი სტუდენტებს ესაუბრა დაუნის სინდრომზე, როგორც ერთ-ერთ გავრცელებულ ქრომოსომულ გენეტიკურ ცვლილებაზე, მან განიხილა დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: როგორიც არის ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი. აუდიტორიას გააცნო, ასევე, დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ლექციის ბოლოს სტუდენტებმა მიიღეს კომპეტენტური  პასუხები, მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.

22 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სადღესასწაულო გარემოში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას უმასპინძლა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, უნივერსიტეტის მედქალაქის ეზოში მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა. ღონისძიების ბოლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა , პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, უნივერსიტეტის სახელით, პატარა სტუმრებს,  საჩუქრები გადასცეს.

იმავე დღეს, მოეწყო შეხვედრა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ, მედპერსონალის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო. სტუმრები, აუდიტორიას  საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ განხორციელებულ და მომავალში დადგეგმილ პროექტებსა და ზოგად მიზნებზეც ესაუბრნენ.  

ინტერპრესნიუსი ღონისძიების შესახებ

იხილეთ მოძრავი ფოტოები №1  
იხილეთ მემოგრამის ფოტოები №1 №2