ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტიას და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ თამარ ჯიჯურიძის ვიზიტი იტალიაში

ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტიას და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ თამარ ჯიჯურიძის ვიზიტი იტალიაში

22-23 ივნისს, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ კიეტიში (იტალია) საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე - ,,მაღალი დონის სტომატოლოგია, მარტივი და პროგნოზირებადი: გამოცდილებიდან ევოლუციამდე“. კონგრესს მსოფლიოს 18 ქვეყნის 450-ზე მეტი სტომატოლოგი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე, მომხსენებლებს წარმოადგენდნენ კიეტის უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო რანგის სტომატოლოგები, ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპიკერები.

იტალიაში ვიზიტისას, ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია მწვრთნელის სტატუსით ესწრებოდა კბილთა რესტავრაციის ,,Jules Allemand Trophy” სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის X კურსის სტუდენტი თამარ ჯიჯურიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მეოთხედ მონაწილეობს აღნიშნულ ჩემპიონატში.

ჩემპიონატის ფარგლებში ნინო კორსანტიამ და  თამარ ჯიჯურიძემ მოისმინეს ლორენცო ვანინის ლექცია კბილთა მხატვრულ რესტავრაციაში და დაესწრნენ კომპანია ,,MICERIUM”’-ის  (ჩემპიონატის გენერალური სპონსორი) ახალი პროდუქციის პრეზენტაციას.