ასოცირებული პროფესორის ეკა კვარაცხელია  კონგრესზე - ზუსტი ონკოლოგიის მოლეკულური ანალიზი

ასოცირებული პროფესორის ეკა კვარაცხელია კონგრესზე - ზუსტი ონკოლოგიის მოლეკულური ანალიზი

2023 წლის 4-6 ოქტომბერს  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი  ეკა კვარაცხელია ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პარიზში, სადაც მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო კონგრესის “ზუსტი ონკოლოგიის მოლეკულური ანალიზი” მუშაობაში.

ღონისძიებაზე ეკა კვარაცხელიამ  წარადგინა პოსტერული მოხსენება: „ფოლატის მეტაბოლიზმში მონაწილე გენების ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზები და გლობალური დნმ-ის მეთილირება საკვერცხის კიბოს დროს“. აღსანიშნავია, რომ პოსტერში წარმოდგენილი კვლევები განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში. მოხსენება წარდგენილი იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური მეცნიერების საგრანტო პროექტის „გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსები ქართველ პაციენტებში“ (FR-21-17599) ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან კანკავა).