დამამთავრებელი გამოცდა ტესტირებითა და კლინიკური უნარების შეფასებით

დამამთავრებელი გამოცდა ტესტირებითა და კლინიკური უნარების შეფასებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  წელს  პირველად, 17 -19 ივნისს ჩატარდა სადიპლომო დამამთავრებელი  გამოცდა  ცოდნისა და   კლინიკური უნარების შეფასებით შინაგან დაავადებებში. გამოცდას წინ უძღვოდა სწავლება,  მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა N3  და კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპრტამენტების მიერ, ერთობლივად შემუშავებული ინტეგრირებული სილაბუსით და  შესაბამისად ინტეგრირებული საგამოცდო დავალებებით,  ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის ფორმატით ,12 საგამოცდო სადგურზე. 

გამოცდა წარმატებით ჩატარდა და  დადებითი შეფასება  მიიღო, არამარტო სტუდენტების , არამედ დეპარტამენტების აკადემიური და მოწვეული პერსონალის მხრიდან.  გამოცდის დასრულებისას სტუდენტებმა გამოხატეს მადლიერება: გამოცდის  მაღალ დონეზე ორგანიზებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომი  სასწავლო საკონსულტაციო მასალებისათვის,  მულაჟებთან და მანეკენებთან მუშაობის დამატებითი შესაძლებლობისათვის,  წინა საგამოცდო  პერიოდში.   ასევე ,  გამოითქვა მოსაზრებები სამომავლოდ დამამთვრებელი გამოცდის გაუმჯობესების და შესაბამისად სასურველი ცვლილებების  შესახებ. 

დამამთვრებელი გამოცდის მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. მათი  მხრიდან გამოცდის ორგანიზება და მიმდინარეობა დადებითად იქნა შეფასებული.