ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

2018 წლის 7 დეკემბერს, ფარმაცევტული კომპანია „გეფა“-ს წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას  სასწავლო პროცესზე მორგებული, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რასაც სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება მოყვა.  

შეხვედრის დასასრულს, კომპანია „გეფა“-ს წარმომადგენლებმა  ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და დღემდე დასაქმებულები არიან აღნიშნულ კომპანიაში, დააჯილდოვეს  კომპანიის სახელობითი სტიპენდიით და გადასცეს სერტიფიკატები.