ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა   ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2018 წლის  20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   IV სასწავლო  კორპუსში გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა   ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან.

 „პსპ - ფარმამ“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს:

სწავლასთან ადაპტირებულ 4, 6 ან 8 საათიან სამუშაო განრიგს;

გამოცდების პერიოდში შვებულების აღების შესაძლებლობას;

ტრენინგს ტრენინგ-ცენტრში;

პრაქტიკის გავლას სააფთიაქო ქსელში;

წარმატებული პსპ-ს ფარმაცევტის დაფინანსებას  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.

შეხვედრის დასასრულს, „პსპ - ფარმამ“ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც, ამავე დროს აღნიშნული კომპანიის წარმატებული ფარმაცევტები არიან. „პსპ - ფარმა“ მათ სრულად დაუფინანსებს უნივერსიტეტის სწავლის საფასურს.