ფარმაციის ფაკულტეტის პირველკურსელების ვიზიტი კომპანია გეფაში

ფარმაციის ფაკულტეტის პირველკურსელების ვიზიტი კომპანია გეფაში

27, 28 და 29 მაისს ფარმაცევტულმა კომპანია „გეფამ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პირველკურსელებს სათაო ოფისში უმასპინძლა.  ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კომპანიის გაცნობა კომპლექსურ ჭრილში. 

სტუდენტებს საშუალება მიეცათ  გაცნობოდნენ კომპანიის სათაო ოფისში მიმდინარე საქმიანობას დეპარტამენტების მიხედვით. აგრეთვე, საწყობის მუშაობის სპეციფიკას.

სტუდენტებს შეხვდნენ ღვაწლმოსილი კოლეგები, რომელთაც ახალგაზრდებს გააცნეს საკუთარი კარიერული გზა თსსუ-დან ახლანდელ პოზიციამდე.  შეხვედრის ბოლოს მოწვეულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები და სტიპენდიები.