გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია კავკას უნივერსიტეტში

გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია კავკას უნივერსიტეტში

2019 წლის 14-16  ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  ყარსის (თურქეთი)  კაფკას უნივერსიტეტში ჩატარდა გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული გახლდათ პირველი გამოცდილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების, რომლის ინიციატორი და განმახორციელებელი  თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის; კვებისა და ასაკობრივი მედიცინის; გარემოს მედიცინისა და პროფესიული დაავადებების დეპარტამენტები იყვნენ.  

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ორივე უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ  პროფესორები: რევაზ კვერენჩხილაძე, ლევან ბარამიძე, კაფკას უნივერსიტეტიდან პროფესორები: ქალბატონი ნეშე პოლატი და ლოკმან ბალიანი. ღონისძიებაზე ასოცირებულმა  პროფესორმა ირინე ზარნაძემ, პროფესორმა რევაზ კვერენჩხილაძემ,  პროფესორმა ლევან ბარამიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა ხათუნა კეკელაშვილმა წარადგინეს მოხსენებები, ხოლო თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა: დევი ტაბიძემ, ქეთევან მურჯიკნელმა, ლილი ლომთაძემ, დალი კიტოვანმა, მარინა ყაჯრიშვილმა და თსსუ-ის სტუდენტებმა: გიორგი შავლაძემ, სანდრო კვერენცხილაძემ, ანა ბოჭორიშვილმა და რევაზ რევაზიშვილმა წარადგინეს პოსტერული მოხსენებები.

ვიზიტისას, თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ კაფკას უნივერსიტეტის ვიცე რექტორს ბატონ კადირ ასლანს და  დაათვალიერეს ყარსის საუნივერსიტეტო კლინიკა.  კონფერენციაზე მხარეებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კონფერენციის საქმიანობა შეფასებული იქნა სპეციალური კითხარით, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა კარგი შეფასება და მხარეების მიერ გამოითქვა მსგავსი თანამშრომლიბის გაგრძელების სურვილი