გრიგოლ მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა

გრიგოლ მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა

2018  წლის 22 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გრიგოლ მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა.   

ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და ღონისძიება  გახსნა საზოგადოების პრეზიდენტმა, ქირურგიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა პროფესორმა გია თომაძემ, მან საზოგადოებას წარუდგინა დარგში და ზოგადად მედიცინის სფეროში  მიმდინარე სიახლეები.

ღონისძიებაზე, ასევე, მოხსენებებით წარდგნენ: მედიცინის დოქტორი გიორგი ჩახუნაშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, პროფესორი გელა არაბიძე,   მოხსენებით - ,,ინფექციური კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა“.

ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის წარმომადგენელი,  პროფესორი ნიკოლოზ ფრუიძე - ,,ფაგების გამოყენება ზოგიერთი ანტიბიოტიკორეზისტენტული ქირურგიული ინფექციების მკურნალობისას, ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის გამოცდილება“.