ჯერი ო’სალივანის,  ირლანდიის ერასმუს + ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის, ირლანდიის უმაღლესი განათლების მართვის ორგანოს შემადგენელი   საერთაშორისო განათლების ცენტრის უფროსის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2019 წლის 11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჯერი ო’სალივანი,  ირლანდიის ერასმუს + ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც მოწვეული იყო საქართველოს ერასმუს + ეროვნული ოფისის მიერ ირლანდიის და ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობის დამყარების მიზნით გამართულ საკონტაქტო სემინარზე.

შეხვედრაზე  ნინო კანდელაკმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერასმუს+ ინსტიტუციურმა კოორდინატორმა გააკეთა პრეზენტაცია თსსუ–ის საერთაშორისო აქტივობების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური, მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოაგილე ინგა კახნიაშვილი,  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი  პროფესორი ირმა მაჯავიძე.

შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.