კილის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კილის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023  წლის 20 -25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კილის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტიდან პროფესორი პოლ ჰოროქსი, პროფესორი ჯუნ კილინგი და სარა ენსლი სტუმრობდნენ. 

აღნიშნული ვიზიტი თსსუ-ის მოწვევით განხორციელდა და მისი ძირითადი მიზანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (Problem-based learning (PBL)) ხელშეწყობა გახლდათ. ვიზიტის ძირითადი მასპინძელი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა  იყო.

ჩატარდა სამუშაო შეხვედრების ციკლი, სადაც თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა და პროფესორებმა კილის უნივერსიტეტიდან ერთობლივად იმუშავეს  ახალი PBL- ქეისებისა და პედაგოგთა გაიდლაინის შექმნაზე.