კომპანია „Trenkwalder Group“-ის წარმომადგენელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კომპანია „Trenkwalder Group“-ის წარმომადგენელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ კომპანია „Trenkwalder Group“-ის (ავსტრია) წარმომადგენლები: მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ოქთაი ერციაზი და აღმასრულებელი საბჭოს ასისტენტი ფილიპ რეპარი.  მათ ახლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნატო ჩაკვეტაძე.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ სტეფანიშვილი.

კომპანია „Trenkwalder Group“-ის წარმომადგენლებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. მათ აღნიშნეს, რომ კომპანია „Trenkwalder Group“ უკვე 30 წელია წარმატებით აკავშირებს კომპანიებსა და ადამიანებს ერთმანეთთან და მათ დიდი სურვილი აქვთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის განახორციელონ დასაქმების პროგრამები.