კონფერენცია - თავის ტკივილი 2019

კონფერენცია - თავის ტკივილი 2019

2019 წლის 31 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  „ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოებისა“ და ,,ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ ორგანიზებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თავის ტკივილი 2019“ ჩატარდა.  ღონისძიებაზე  ნევროლოგების გიორგი გეგელაშვილისა და ზაზა ქაცარავას ახალი წიგნის "თავის ტკივილის წამიკითხე" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თავის ტკივილის ახალ კლასიფიკაციასა და თანამედროვე ტერმინოლოგიას  აერთიანებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნევროლოგები, თავის ტკივილის პრობლემით დაინტერესებული სამედიცინო და სხვა დარგების სპეციალისტები. 

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ:  „ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ პრეზიდენტი და ,,ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი გეგელაშვილი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიის კლინიკის დირექტორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ქაცარავა, პროფესორი ნანა ტატიშვილი და ექიმი ანა ძაგნიძე.