კონფერენცია კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ

კონფერენცია კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ

 
   

2018 წლის 27-28 მარტს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბალტიისპირეთის ქვეყნების ანტიბიოტიკების რეზისტენტობის ქსელის“ (BARN) და შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ.

ღონისძიება გახსნა თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბესაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმადავით წერეთელმა.

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ინფექციების პრევენცია, კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობა საქართველოში (დ.წერეთელი), რეგისტრირებული კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ი.გვასალია, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა), სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია-ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შემცირება (ო. ასპევალი, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო), სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები-პრევენცია და კონტროლი (ბ.ლისტი, უფსალის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, შვედეთი), კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციები (ო. ასპევალი, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო),კათეტერასოცირებული საშარდები გზების ინფექციები მოლდოვის მუნიციპალურ კლინიკურ საავადმყოფოში (ო.დრუდუ, მუნიციპალური კლინიკური საავადმყოფო, მოლდოვა), დანერგვის სტრატეგიები-უფსალის საუნვიერსიტეტო საავადმყოფოს მაგალითზე (ბ.ლისტი, უფსალის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, შვედეთი).

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და შემუშავდა მეთოდოლოგიური მითითებები კათეტერასოცირებული საშარდე გზების ინფექციის პრევენციის თვალსაზრისით.