მშვიდობის კორპუსის ( USA)  მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია

მშვიდობის კორპუსის ( USA) მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია

  2019 წლის 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში მშვიდობის კორპუსის ( USA)  მოხალისეთა ფიცის დადების (Swearing-In Ceremony) ცერემონია გაიმართა. მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოქმედებს საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევით და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. 

  მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა 

  ფიცის დადების ცერემონია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა მშვიდობის კორპუსის დირექტორმა  ქალბატონმა მელანი ემერსონმა, ხოლო მოხალისეთა გუნდმა საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 

  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო ანსამბლმა, რომელმაც ხალხური ცეკვების სხვადასხვა ნომრები  და სიმღერა წარმოადგინა. ანსამბლის გამოსვლამ მოწვეულ სტუმრებზე  განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოხადინა.

  ცერემონიას დაესწრნენ: ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი, ამერიკის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები.

 შეგახსენებთ, მშვიდობის კორპუსი დაარსდა 1961 წელს, აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ჯონ კენედის ბრძანებით. ორგანიზაციის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა დამშვიდობის დანერგვას და უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის ხალხებს შორის.