მესამე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

მესამე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა  თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებული - "მესამე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია".

ღონისძიება სასწავლო ხასიათის იყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის და ბიომედიცინის  ფაკულტეტის სტუდენტებს.

თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ღონისძიების დასასრულს  ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო მოხსენება.