მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე იშვიათი დაავადებების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე

მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე იშვიათი დაავადებების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე

2023 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ბუდაპეშტში, სადაც მონაწილეობა მიიღო იშვიათი დაავადებების მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.

ღონისძიებაზე თინათინ ტყემალაძე წარსდგა ზეპირი მოხსენებით “არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელი - UDNI” და გაუწია მოდერაცია სესიას “საერთაშორისო კავშირები იშვიათ დაავადებებში”. კონფერენციაში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების სფეროში ერთ-ერთ მძლავრ ორგანიზაციას არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელი (UDNI) წარმოადგენს, რომლის მიზანია დიაგნოზის დადგენა იმ პირთათვის, რომელთა დიაგნოზირების მცდელობა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოა. ამჟამად UDNI-ში მსოფლიოს 41 ქვეყანაა გაერთიანებული. 

ცნობისთვის, საქართველო უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელთან და ჰყავს წარმომადგენლობა UDNI-ს სადიაგნოსტიკო და განვითარებადი ქვეყნების სამუშაო ჯგუფებში.