მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2018 საზეიმოდ დაიხურა

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2018 საზეიმოდ დაიხურა

2018 წლის 10 დეკემბერს, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2018“ საზეიმოდ დაიხურა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები და პოლონური სტუდენტური დასი.

ჟიურის წარმოადგენდნენ: ია სუხიტაშვილი, ნატა ბერეჟიანი, კოკო როინიშვილი, ეკა მჟავანაძე, გიგა დათიაშვილი, გოშა გორგოშიძე, ნიკოლოზ წულუკიძე და გოგი თოდაძე.

დახურვის ცერემონიაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი - „ჰიგია“-ს ხელმძღვანელმა, მოყვარულმა რეჟისორმა, თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალში მონაწილე დასების წევრებსა და ჟიურის წევრებს.

ჟიურიმ ნათია გუჯაბიძეს ფესტივალის ორგანიზებისა და განვითარებისთვის ყვავილების თაიგული გადასცა. ჟიურის საპატიო წევრად კი ეკა მჟავანაძე იქნა არჩეული.

9 საკონკურსო დღის შემდეგ ფესტივალის ჟიურის წევრებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს კონვერტები და გამოაცხადეს გამარჯვებულები:

• ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - მირანდა ჯაში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);

• მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - გიორგი გაჩეჩილაძე (კავკასიის უნივერსიტეტი);

• ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ნანი ტატიშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

• მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - იაკობ კოზლოვი (პოლონური სტუდენტური დასი);

• ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - მარიამ ციციშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

• მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ლუკა პატაშური (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი);

• ქალის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ანა ბუჩუკური (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი);

• მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - დემეტრე დგვეფაძე (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი);

• ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ანანო ციცვიძე (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);

• თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის რჩეული - დავით პეტრიაშვილი (შავი ზღვის უნივერსიტეტი);

• მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის რჩეული გამოავლინა ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზაზა ცინაძემ. ეს ნომინაცია ერგო მარიამ კეჭაყმაძეს (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

• მამაკაცის  მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ზუკა მახარაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

• ფესტივალ „ნიღაბი 2018“-ის მთავარი აღმოჩენა - ნინი ებიტაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

• ფესტივალ „ნიღაბი 2018“-ის მონაწილეთა რჩეული - გოგა თხინვალელი (კავკასიის უნივერსიტეტი);

• ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის რჩეული გახდა გოგი ქადაგიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!