ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნინო კორსანტიას და ასისტენტ-პროფესორ ეკატერინე ბეშკენაძის ვიზიტი სტამბოლის სტომატოლოგიურ აკადემიაში

ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნინო კორსანტიას და ასისტენტ-პროფესორ ეკატერინე ბეშკენაძის ვიზიტი სტამბოლის სტომატოლოგიურ აკადემიაში

2024 წლის 12-13 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე საქმიანი ვიზიტით სტამბოლის სტომატოლოგიურ აკადემიაში (თურქეთი) იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგებლობა დაესწრო კომპანია Insieme-სა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ლექცია მასტერკლასს - „საღეჭი კბილების მოდელირების ემოციები“.  მასტერკლასს, რომელიც  ექსკლუზიურად საქართველოს ექიმებისთვის გაიმართა, უძღვებოდა იტალიელი ტექნიკოსი, კიეტი-პესკარას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, EAED, IAED წევრი, საერთაშორისო ინსტრუქტორი და სპიკერი დანიელ რონდონი. 

დანიელ რონდონის მიერ დემონსტრირებული იქნა საღეჭი კბილების რესტავრაციის ეტაპები ზედა და ქვედა ყბის მოლარებისა და პრემოლარების მაგალითზე. სპიკერის მეთვალყურეობით, დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, თავად განეხორციელებინა რესტავრაციის თითოეული ეტაპი მათთვის წინასწარ მომზადებულ მოდელებზე.