პირდაპირი ტრანსლირებები საოპერაციოდან

პირდაპირი ტრანსლირებები საოპერაციოდან

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში ინოვაციური სწავლების მეთოდი დაინერგა, რომელიც გულისხმობს პირდაპირ ჩართვებს საოპერაციოდან. შესაბამისად, კლინიკაში მისულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექმნებათ, პირდაპირ ეთერში, საოპერაციოდან ლაივ ჩართვებით, თვალყური ადევნონ კლინიკაში ჩატარდებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ ოპერაციას. 

,,ოპერაციის მსვლელობისას, ერთდროულად სტუდენტების დიდი რაოდენობით დასწრება და დაკვირვება თითქმის შეუძლებელია, სწორედ ამიტომ დიდი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მოგვეხდინა საოპერაციო ბლოკში განლაგებული მიკროსკოპისა და მთლიანად სისტემის დაერთება პროექტორზე, რომლის საშუალებით აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ახლო ხედვით დააკვირდნენ საოპერაციო ველს, ანატომიურ სტრუქტურებს, გამოყენებულ ოპერაციულ ტექნიკას, შესაძლო გართულებებს და მათი მართვის შესაძლებლობებს“  განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა შოთა ინგოროყვამ.

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში მისულ სტუდენტებსა და რეზიდენტებს, საოპერაციოდან მიმდინარე პირდაპირი ტრანსლირებების პარალელურად შესაძოლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთნონ თითოეული შემთხვევის გარჩევასა და მიმოხილვაში, რომელსაც კლინიკის   სამეცნიერო პერსონალის მიერ წარმოებს.