პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები

2018 წლის 3 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის, დამწვრობის ცენტრის დირექტორის _ გუგა ქაშიბაძის საჯარო ლექცია თემაზე: ''პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები".

ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და სამედიცინოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ორგანიზებით ჩატარდა.

ლექციაზე ბატონმა გუგა ქაშიბაძემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და განიხილა თერმული დაზიანებების, დამწვრობისა და მოყინვის შემთხვევები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ დიაკონიძის განცხადებით აღნიშნული ლექცია სტუდენტების ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე მოეწყო.

მისივე თქმით, ნებისმიერ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ღონისძიება თუ საჯარო ლექცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თსსუ ასეთ ინიციატივებს მხარს დაუჭერს.