პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის, ელისიო კოშტას (პორტუგალია) ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის, ელისიო კოშტას (პორტუგალია) ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, EASMUS+-ის პროექტის ფარგლებში,  ეწვია პორტოს უნივერსიტეტის პროფესორი ელისიო კოშტა (პორტუგალია).

მიმდინარე წლის 8 მაისს პროფსორმა  ელისიო კოშტამ  ლექცია წაიკითხა ფარმაციისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. მან ჯერ  პორტოს უნივერსიტეტის მიმოხილვა შესთავაზა აუდიტორიას შემდეგ კი წაიკითხა ლექცია: „ დაბერების პოლიტიკა ევროკავშირში, მკურნალობის  დამყოლიანობა და ჯანმრთელი სიბერე“. ლექციას ესწრებოდა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ლექციები ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის.

11 მაისს დაგეგმილია პროფესორ ელისიო კოშტას კიდევ ერთი ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.