პროფესორ დირკ ფოელის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ დირკ ფოელის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2023 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის საზოგადოების (DGKJ) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში,  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია მიუნსტერის  (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რევმატოლოგიის და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დირკ ფოელი.  

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ფოელმა წაიკითხა ლექციათა ციკლი, რომელიც ეხებოდა პედიატრიული რევმატოლოგიის და იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს.  ლექციების მიმდინარეობისას პროფესორმა ფოელმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილა საინტერესო კლინიკური შემთხვევები.

ლექციებს ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები.