პროფესორ მანანა ივერიელის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ მანანა ივერიელის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა - პირის ღრუს ჰიგიენის თანამედროვე საშუალებები“.

ლექცია წაიკითხა პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და საკითხით დაინტერესებული პირები.

ღონისძიებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.