პროფესორი დავით მეტრეველი მიწვეული იყო ოსტეოპოროზის, ოსტეართრიტის და ძვალ-კუნთოვანი ავადმყოფობების მსოფლიო კონგრესზე

პროფესორი დავით მეტრეველი მიწვეული იყო ოსტეოპოროზის, ოსტეართრიტის და ძვალ-კუნთოვანი ავადმყოფობების მსოფლიო კონგრესზე

2019 წლის 4 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მეტრეველი მიწვევით იმყოფებოდა ოსტეოპოროზის, ოსტეართრიტის და ძვალ-კუნთოვანი ავადმყოფობების მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ჩატარდა პარიზში (საფრანგეთი).

ღონისძიება, გამოირჩეოდა  განხილულ საკითხთა მრავალფეროვნებით, აქტუალობით და მომხსენებელთა მაღალი პროფესიონალიზმით.  ბატონი დავითის განცხადებით, ღონისძიებაზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ სახელმძღვანელო დოკუმენტების დონეზე აღიარებული ინფორმაციის განხილვებში მონაწილეობის, არამედ ცალკეული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და  ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემური და სადაო საკითხების გაცნობის მიზნითაც.