ქართული ენის ცენტრში ქართული ენის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ქართული ენის ცენტრში ქართული ენის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ქართული ენის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლიტერატურული საღამო ჩატარდა. ქართული ენის ცენტრის  მოსამზადებელი  კურსის და პირველი სემესტრის სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა  წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული ენის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ დარეჯან კუხიანიძის და  პედაგოგების: თამარ კანთელაძის, ციცინო ქირიას, ციცინო დვალის, ქეთევან ქოჩიაშვილის, ინეზა შალვაშვილის, ნინო დათიაშვილის, გულიკო თათარაშვილის დაუღალავი მცდელობით, საერთაშორისო სტუდენტები ქართულად მეტყველებენ, რაც, როგორც თავად სტუდენტები აღნიშნავენ, მათთვის სასიხარულო და საამაყოა.