საერთაშორისო ფორუმი სინგაპურში – „მსოფლიოში ჯანდაცვის ხარისხი და უსაფრთხოების საკითხები“

საერთაშორისო ფორუმი სინგაპურში – „მსოფლიოში ჯანდაცვის ხარისხი და უსაფრთხოების საკითხები“

   
   

2016 წლის 26-28 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „მსოფლიოში ჯანდაცვის ხარისხი და უსაფრთხოების საკითხები“,სადაც საუბარი შეეხო მსოფლიოშიჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს. ფორუმის ორგანიზატორები: სინგაპურის ჯანდაცვის განვითარების ქსელი (SHINE), სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი (BMJ) და  აზიის სხვა ქვეყნებში მოქმედი სამედიცინო ტექნოლოგიური ორგანიზაციები.

ფორუმზე საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძე და BMJ-ის საქართველოს პროექტის კოორდინატორი ელენე გოძიაშვილი.

 

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მოხდა არაერთი შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევებრიტანული სამედიცინო ჟურნალის BMJ-ს ხელმძღვანელობასთან და დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე მოეწყო შეხვედრა „გენომის კვლევითი ინსტიტუტის“ მიმართულების ხელმძღვანელთან ალექსანდრე ლეჟავასთან, რომელიც გახლავთ ჩვენი თანამემამულე. 

ალექსანდრე ლეჟავამ საქართველოს დელეგაციას დაათვალიერებინა კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან  სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.