საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქალის ჯანმრთელობა და თანამედროვე რადიოლოგია - XXI საუკუნის ხედვა, სირთულეები და გამოწვევები“

საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქალის ჯანმრთელობა და თანამედროვე რადიოლოგია - XXI საუკუნის ხედვა, სირთულეები და გამოწვევები“

2024 წლის 20-21 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქალის ჯანმრთელობა და თანამედროვე რადიოლოგია  - XXI საუკუნის ხედვა, სირთულეები და გამოწვევები“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ორი სამედიცინო მიმართულების: მეანობა-გინეკოლოგიისა და რადიოლოგიის უახლესი, სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ექიმთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალისა და დამწყები მკვლევარების (დოქტორანტები) საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე. 

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე იმყოფებოდა მოწვეული სტუმარი, იან დონალდის სახელობის სამედიცინო ულტრაბგერითი სკოლის  უკრაინის ფილიალის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ელენა სუსიდკო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საუნივერსიტეტო კლინიკების ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები და დოქტორანტები. 

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია; საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია.