საჯარო ლექციები პიზის უნივერსიტეტის პროფესორისგან

საჯარო ლექციები პიზის უნივერსიტეტის პროფესორისგან


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს   Erasmus + KA 107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ეწვია პიზის უნივერსიტეტის  ქირურგიის, პათოლოგიის, მოლეკულური დაავადებების და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის  მკვლევარი, პროფესორი კიარა პოზარელი ( Chiara Posareli, University of Pisa), რომელმაც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  წაიკითხა საჯარო ლექციები  სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის. 

ლექციები

• „როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას? გლაუკომის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა“. 

ლექციებზე განხილულ იქნა თანამედროვე ქირურგიული მიდგომები.

•  "გლაუკომის ქირურგიის სუპრაცილიარული მეთოდები."

• “გლაუკომის ციკლოდესტრუქციული პროცედურები“

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესორ კიარა პოზარელსა და თვალის სნეულებათა დეპარტამენტს შორის, სადაც მხარეებმა ისაუბრეს გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე  და სამომავლო თანამშრომლობაზე.