საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ეწვია.

სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე მან ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ქვეყანაში არსებულ სერვისებზე. ბატონმა რატი იონათამიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ მიმდინარე პროგრამებსა და სხვადასხვა სახის აქტივობებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე, სტუდენტებს გააცნო ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. 

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. 

შეხვედრა სტუდენტური ორგანიზაციის  “მომავალი ექიმები საქართველოსთვის” ორგანიზებით გაიმართა.