სკოლის მოსწავლეების ვიზიტი პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიაში

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიაში

2018 წლის 16 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიას „მედიცინის საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სკოლის 10 მოსწავლე ეწვია. 

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრი“ და თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურია.  ღონისძიების მიზანი, დამამთავრებელი კლასის  მედიცინისა და ჯანდაცვის  სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების ექიმის პროფესიასთან  გაცნობაა.  რაც  მოსწავლეებს პროფესიის სწორად შერჩევასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ლაბორატორიაში მიმდინარე  პროცესის შესახებ, გაეცნენ პრაქტიკულ საქმიანობას, რაშიც  თავადაც მიიღეს მონაწილეობა.