სტუდენტთა საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სტუდენტთა საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ღონისძიება თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოში მოეწყო. 

სტუდენტებმა სხვადასხვა სახის აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ინტელექტუალურ, სპორტულ, მუსიკალურ და სხვა სახალისო შეჯიბრში გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ.

დღის ბოლოს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტების მუსიკალური ბენდების შეჯიბრი. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საქართველოში პირველმა აღნიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე. 

ცნობისთვის, ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.