სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ოფთალმოლოგიაში

სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ოფთალმოლოგიაში

2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ოფთალმოლოგიაში.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის IX-XI სემესტრის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები ოფთალმოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

კონფერენცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ყოველი მოხსენების შემდგომ მიმდინარეობდა საკითხთან დაკავშირებული დისკუსია.  ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს და  მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.