სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - დაბერება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები. სიბერე - სიცოცხლის საბოლოო ეტაპი

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - დაბერება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები. სიბერე - სიცოცხლის საბოლოო ეტაპი

2023 წლის 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბ „ენდევორის“ ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „დაბერება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები. სიბერე - სიცოცხლის საბოლოო ეტაპი?“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთა მოხსენებებიც შეაფასა ჟიურიმ, მათ შორის იყვნენ:

ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 

რიმა ბერიაშვილი - პროფესორი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაიანე სიმონია - პროფესორი, გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნანა გორგასლიძე - პროფესორი, სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ჟიურის შეფასების საფუძველზე 12 მოხსენებიდან გამოვლინდა 3 საუკეთესო, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.

კონფერენციის საუკეთესო მოხსენებები: 

,,ორგანიზმის დაბერების პროცესის გავლენა ადამიანის სისხლის ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ მორფოლოგიურ მახასიათებელზე” 

ავტორი - ნინო კეკენაძე - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, XII სემესტრი.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მანანა არაბული - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

ნინო ფრუიძე - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.  

 ,,დაბერების ევოლუციური თეორიები” 

ავტორი - ანა ბიწკინაშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, X სემესტრი. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

,,სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, და გამოწვევები ბიომედიცინაში. შესაძლებელია თუ არა მივაღწიოთ უკვდავებას?” 

ავტორები: ნათია ჩიხლაძე - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, VIII სემესტრი; 

მარიამ წიწრიაშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, VIII სემესტრი. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინა ანდრონიკაშვილი - თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და  პროფესორ-მასწავლებლები.