სწავლება თემაზე - ლაბორატორიული უსაფრთხოება

სწავლება თემაზე - ლაბორატორიული უსაფრთხოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა ინსტიტუტის პერსონალის სწავლება თემაზე "ლაბორატორიული უსაფრთხოება".  სწავლებას უძღვებოდა თსსუ-ის გარემოსდაცვითი მმართველი, ექიმი-ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე. 

განხილულ იქნა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიებში და საწარმოო ბაზაში დასაქმებული პერსონალის პროფესიული  რისკები, რისკების შეფასების მეთოდები, ლაბორატორიული უსაფრთხოების წინაპირობები - როგორ უნდა მოხდეს საფრთხეების იდენტიფიცირება და ელიმინაცია, ტექნიკური და ადმინისტრაციული კონტროლი, რა გზებით არის შესაძლებელი ქიმიური აგენტების ორგანიზმში მოხვედრა, როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია, ქიმიური ნარჩენების მართვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული საკითხები. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში ინსტიტუტის პერსონალსა და თსსუ-ის გარემოსდაცვით მმართველს შორის, გამოითქვა მოსაზრებები, დაიგეგმა სამომავლო გეგმები ლაბორატორიული უსაფრთხოების განვითარების მიზნით.