ტრადიცია გრძელდება

ტრადიცია გრძელდება

2018 წლის 19 ივნისს თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა  პირველკურსელთა ყოველწლიური კონფერენცია „სოციოლოგია მედიცინაში“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა პირველკურსელთა კვლევები ჯანდაცვისა და უმაღლესი სამედიცინო განათლების პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო დახმარების უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და კმაყოფილება, სტუდენტთა დასაქმება და სხვა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: მარიამ შოთაძემ, ქეთევან გომართელმა, ანა ბერიშვილმა, ანა ადამაძემ, ლიდა იაშვილმა, ანა ბენდელიანმა, კესო გვენცაძემ, მარიამ რაზმაძემ, სალომე ტურძილაძემ, მარიამ ხარაიშვილმა, თამარ მუხაძემ, ვახტანგ ილურიძემ.  

სტუდენტების წარმოდგენილი ნაშრომები შესრულდა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და კონსულტირებით. ასისტენტ პროფესორების ლილი ლომთაძის, მარინა ყაჯრიშვილის, მოწვეული მასწავლებლის, ნინო ჯაფარიძის ხელმძრვანელობით სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციების წარადგინეს.