ტრენინგი - ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა

ტრენინგი - ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო განათლების კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  აკადემიური განვითარების ცენტრში და თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის  ბაზაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის N1,N2, N4 დეპარტამენტებისა და შინაგან დაავადებათა N 3 დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა პედაგოგებმა გაიარეს  7 დღიანი ტრენინგი ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა,  სტუდენტის ცოდნის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მეთოდია. მსგავსი გამოცდა არა მხოლოდ სტუდენტის თეორიულ ცოდნის, არამედ მისი კლინიკური უნარ-ჩვევების, ანალიზისა და მსჯელობის, პაციენთთან კომუნიკაციის უნარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.  

კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ტარდება, ინტეგრირებული ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა  მეანობა-გინეკოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის იგეგმება მსგავსი გამოცდების პედიატრიისა და თერაპიის მიმართულებით ჩატარება.