უნივერსიტეტის 17 სტუდენტის  საზაფხულო სტაჟირება ხარკოვის (უკრაინა) დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში

უნივერსიტეტის 17 სტუდენტის საზაფხულო სტაჟირება ხარკოვის (უკრაინა) დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში

2018 წლის 28 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 17 სტუდენტი, თსსუ-ის  ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ლალი ხუციშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საზაფხულო სტაჟირებაზე ხარკოვის (უკრაინა) დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში.

სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიოდნენ სამედიცინო აკადემიის კლინიკური ბაზების შემდეგ კათედრებზე: პათანატომია, სასამართლო მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, კარდიოლოგია, ქირურგია, ქირურგია და პროქტოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია.

სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები სისტემატურად ხვდებოდნენ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადების დონეს და მოტივაციას. 

სტაჟირების დასასრულს,  სტუდენტები შეხვდნენ ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრ ხვისიუკმა დადებითად შეაფასა თსსუ-სა და ხარკოვის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობა და აკადემიის სახელით მადლობა გადაუხადა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და სამედიცინო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ბოლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.