უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა

უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა "პათოლოგიური სისხლდენები საშვილოსნოდან სხვადასხვა ასაკის არაორსულ ქალებში"

2023 წლის 4-5 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა - "პათოლოგიური სისხლდენები საშვილოსნოდან სხვადასხვა ასაკის არაორსულ ქალებში" (სახ. აკრედიტ.N0453, 12 უპგ ქულა).

პროგრამის ხელმძღვანელები: პროფ. ნიკოლოზ კინტრაია, გიორგი თევდორაშვილი.