ვიზიტი კატანიის (იტალია) უნივერსიტეტში

ვიზიტი კატანიის (იტალია) უნივერსიტეტში

2018 წლის 26 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და  პროგრამა ,,ერაზმუს+“-ის  კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი ვიზიტით იმყოფებოდნენ კატანიის უნივერსიტეტში (იტალია). 

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა  კატანიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, Horizon 2020 პროექტის მოსამზადებელი გრანტის ფარგლებში, სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხების დაზუსტება და ,,ერაზმუს+“-ის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა.  

ვიზიტს წინ უძღოდა ზოგადი  ხელშეკრულების მომზადება  კატანიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ამჟამად უკვე ხელმოწერილია კატანიის უნივერსიტეტის რექტორის მიერ.

თსსუ-ის წარმომადგენლებს ყოველდღიური  შეხვედრები ჰქონდათ ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ ფერდინანდო ნიკოლეტისთან და ასისტენტ პროფესორ კატია მანგანოსთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესურა 2001 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს პროფესორ ფერდინანდო ნიკოლეტის სამეცნიერო ჯგუფთან, რისი შედეგიც მათი ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციებია.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ბიო– სამედიცინო დარგის ინტერნაციონალიზაციის სფეროში, პროფესორ რიცო რენატასა და ,,ერაზმუს+“-ის ინსტიტუციურ კოორდინატორს პროფესორ ადრიანა დი სტეფანოს.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.